გუნდს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, საკუთარი მოსახლეობა წამებაში გამოატარა, მორალური უფლება არა აქვს „ქართული ოცნებას“ და მის პრემიერ-მინისტრს ამ ტონალობაში ელაპარაკოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 23 ივნისი 2022, 14:27

იმ გუნდს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, საკუთარი მოსახლეობა წამებაში გამოატარა, ადამიანის უფლებები ციხეში თუ ციხის გარეთ წლების განმავლობაში გათელა და ბიზნესი დააწიოკა მორალური უფლება არა აქვს „ქართული ოცნების“ გუნდს და მის პრემიერ-მინისტრს ამ ტონალობაში ელაპარაკოს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუამ ისიც აღნიშნა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა აქვს და ქვეყანა ამ გზაზე ეტაპ-ეტაპ მიიწევს წინ.

„გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ ერთი საათი, რომელიც პრემიერს ჰქონდა, რათა სიმართლე ეთქვა მათ შორის ოპოზიციისთვის, ვერ აიტანეს, ვერ მოითმინეს... ნახეთ, როგორი თავდასხმები იყო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იმ 12 პუნქტიდან, რომელთაგან პირველი თვალსაჩინოა, სადაც ოპოზიციის მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი - ესაა დეპოლარიზაცია. სწორედ ამის ნიველირება ხდებოდა. ოპოზიციის მხრიდან იყო სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მცდელობა“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

22 ივნისის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს. მოსმენამ ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიდაკვარტალური ეზოების რეაბილიტაცია
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი წაახალისეს, შემოპარულიყო, ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის, ახლა რეზოლუციებით სურთ, დაიხსნან კრიმინალი ციხიდან
შალვა პაპუაშვილი - იმ დეზინფორმაციის გამო, რომელიც „ბათუმელებმა” და “ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, ბოდიშის მოხდა მოუწიათ, მაგრამ ახლა, დონორი იყენებს მათ იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ იმ კანონპროექტს, რომელიც მათ გამჭვირვალობას ეხება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა
არქივი