რატი იონათამიშვილი - ელენე ხოშტარია აკეთებს რუსეთის საქმეს, ებრძვის პროკურატურას, იმიტომ, რომ პროკურატურამ რუსეთს საქმე მოუგო, ებრძვის იმ პროკურორს, რომელიც ქოლცენტრების საქმეს იძიებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 23 ივნისი 2022, 20:58
ელენე ხოშტარია აკეთებს რუსეთის საქმეს, ებრძვის პროკურატურას, იმიტომ, რომ  პროკურატურამ რუსეთს საქმე მოუგო, ებრძვის იმ პროკურორს, რომელიც ქოლცენტრების საქმეს იძიებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. 

მისი თქმით, სწორედ პროკურორი სადრაძე იკვლევს ქოლცენტრების საქმეს, ანუ, იმ საქმეს, რომლის კვალიც გადის კეზერაშვილზე და გასაგებია, ვის დაკვეთას ასრულებს ამ შემთხვევაში ხოშტარია.

„პროკურატურის მენეჯერები არიან ის ადამიანები, ვისი გამოძიებული საქმითაც საქართველომ სტრასბურგში მოუგო საქმე რუსეთს აგვისტოს ომთან დაკავშირებით. სწორედ მათ მიერ გამოკვლეული საქმეები  დაედო საფუძვლად საქართველოს გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წუნააღმდეგ. 
მეორეს მხრივ, პროკურორ სადრაძეს რატომ არჩევს ეს ადამიანი. თუ დავაკვირდებით, სწორედ სადრაძე იკვლევს ქოლცენტრების საქმეს, ანუ, იმ საქმეს, რომლის კვალიც გადის კეზერაშვილზე და გასაგებია, ვის დაკვეთას ასრულებს ამ შემთხვევაში ხოშტარია. 

საინტერესო სურათი იკვრება. ხოშტარია აკეთებს რუსეთის საქმეს, ებრძვის პროკურატურას, იმიტომ, რომ მოუგო პროკურატურამ საქმე რუსეთს, ებრძვის იმ პროკურორს, რომელიც ქოლცენტრების საქმეს იძიებს. ის ამით აკეთებს რუსეთის საქმეს“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი