საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს სიტყვით მიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
185 24 ივნისი 2022, 13:33

პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ მზად ვარ, არამედ მიმაჩნია, რომ ზედამხედველობის დავალება უნდა შევასრულო, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. ასე რომ, შეგიძლიათ ჩემი და ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ. მსურს მჯეროდეს, შეგვიძლია გვქონდეს მთავრობის იმედი, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოსთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ქართველმა ხალხმა ევროინტეგრაციისადმი მზადყოფნა ორი დღის წინ გამართულ აქციაზეც გამოავლინა.

„გმადლობ ძვირფასო შარლ, ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა, მინდა ქართველი ხალხის სახელით გადმოგცეთ, რომ რაც დღეს მოხდა შესაძლოა, არის გარკვეული იმედგაცრუება - ტრიოს სამეულში არ ვართ, მაგრამ ვფიქრობ, ვაანალიზებთ იმას, რომ დღეს მოხდა ის, რასაც საქართველო მრავალი წელი ელოდა, დამოუკიდებლობიდან - 1991 წელიდან უცილობლად, თუმცა შესაძლოა უფრო ადრეც სხვა ფორმებით - რაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანება და ამ ევროპული პერსპექტივის დაშვებაა.

მახსოვს სხვადასხვა ნაბიჯი, რაც საქართველომ ამ ევროპულ გზაზე გაიარა და ყოველ ჯერზე, იქნებოდა ეს სამეზობლო ინიციატივა, აღმოსავლეთ პარტნიორობა თუ ასოცირების შეთანხმება, მუდამ მეორდებოდა, რომ ეს იყო ყველაფერი, გარდა წევრობისა, რომ გზა არ იყო წევრობისაკენ, რომ ეს იყო პარალელური გზა. დღეს, ვხედავთ, რომ ახლა ჩვენი გზა ნათლად წევრობისკენ და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენაა, რაც უაღრესად ისტორიული ნაბიჯია“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისი განმარტებით, ყველამ, მათ შორის მთავრობამ, უნდა გაიგოს, რომ შანსი, რომელიც ქვეყანას მიეცა, ასევე გამოწვევაა.

„გამოწვევაა იმ მხრივ, რომ შევძლოთ მომავალ ექვს თვეში სერიოზულად მივუდგეთ იმ რეფორმების გზას, რაც აქამდე გვქონდა, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი ნაბიჯი დროულად არ გადაიდგა, ზოგიერთი ნელა გადაიდგა.

ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. წლის ბოლომდე გვაქვს დრო, ეს პირობა გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, თუ შევასრულებთ იმას, რასაც ჩვენგან ელიან.

ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობამ ორი დღის წინ (ქუჩაში) აჩვენა, რომ მზადაა. მე, პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ მზად ვარ, არამედ მიმაჩნია, რომ ზედამხედველობის დავალება უნდა შევასრულო იმისა, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. ასე რომ, შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ, შეგიძლიათ ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ და მსურს მჯეროდეს, რომ შეგვიძლია მთავრობის იმედი გვქონდეს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს. პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი შვილების წინაშე, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, გამოწვევას ძალიან სერიოზულად მივუდგებით და ამაზე ვიმუშავებთ.

ვიცით, რომ საკმაოდ ინტენსიური სამუშაო იქნება, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ შემიძლია თქვენი მხარდაჭერის იმედი მქონდეს ბატონო პრეზიდენტო, და მათი, ვინც მაგიდის გარშემო სხედხართ, რადგან თქვენ ჩვენ შანსს გვაძლევთ“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.

„არ მსურს სიტყვა უკრაინისა და მოლდოვისადმი მილოცვის გარეშე დავასრულო, განსაკუთრებით უკრაინისადმი, რადგან უკრაინა უძღვებოდა ამ ბრძოლას და რომ არა აგრესიის წინაშე უკრაინელი ხალხის არაჩვეულებრივი ერთობა, ეს დიდი ისტორიული ნაბიჯი სავარაუდოდ არ გადაიდგმებოდა. ასე რომ, ვფიქრობ, მადლიერებით უნდა დავიწყოთ. და შემდეგ ერთობა, ერთობა სამ ქვეყანას შორის, იმ რეფორმებზე მუშაობისთვის, რომლებსაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიაღწიოს და ერთობა ჩვენს ხალხს შორის - დეპოლარიზაცია, რომლისთვისაც ვიბრძვი და რომლისთვისაც, აქ თქვენ უზარმაზარ სტიმულს მაძლევთ, რომ განვაგრძო გზა დეპოლარიზაციისაკენ.

ასე რომ, კიდევ ერთხელ გმადლობთ და მსურს ყველას მოგილოცოთ, რადგან დღეს თქვენ ისტორიულ ნაბიჯს დგამთ, რათა ევროპა თავის უფრო დიდ კონფიგურაციაში გაერთიანდეს, რომელშიც შავი ზღვა თავისი ხიდის ფუნქციებს უნდა დაუბრუნდეს, როგორც ეს ძველ დროს იყო. და, რა თქმა უნდა, შავი ზღვის უსაფრთხოებას, თანამშრომლობას, სტაბილურობას ორივე მხარეს სჭირდება დემოკრატიული და ევროპული ქვეყნები და ეს გზა მსურს დავინახო ჩემი ქვეყნისთვის, ეს გზა მსურს დავინახო ევროპისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი