ვოლოდიმირ ზელენსკი: ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა კიევის ძველ მეტროს არ უნდა ჰგავდეს: კარი ღიაა და როცა მიუახლოვდებით, იხურება, ვიდრე არ გადაიხდით - უკრაინამ ჯერ არ გადაიხადა საკმარისი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 29 ივნისი 2022, 16:39

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა კიევის ძველ მეტროს არ უნდა ჰგავდეს: კარი ღიაა და როცა მიუახლოვდებით, იხურება, ვიდრე არ გადაიხდით. უკრაინამ ჯერ არ გადაიხადა საკმარისი? ჯერ კიდევ არასაკმარისია ჩვენი წვლილი ევროპისა და მთელი ცივილიზაციის დაცვაში? კიდევ რა არის საჭირო?“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე შეკრებილებისადმი სიტყვით მიმართვისას.

მან დაასახელა, თუ რა სჭირდება უკრაინას.

„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და თქვენ უნდა უპოვოთ ადგილი უკრაინას უსაფრთხოების საერთო სივრცეში. იქნება ან გადაუდებელი დახმარება უკრაინისთვის, რაც საკმარისია გამარჯვებისთვის, ან რუსეთის გადადებული ომი თქვენთან. თქვენ ახლა იღებთ ალიანსის სტრატეგიას და ეს არის, უპირველეს ყოვლისა, სტრატეგია თქვენი საზოგადოების, თქვენი სახელმწიფოების უსაფრთხოებისთვის. სტრატეგია ათი წელზეა გათვლილი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 126 დღე გავიდა. რაკეტები, წამება, მოკლული ბავშვები, ქალების გაუპატიურების შემთხვევები. ჩვენ არ გვაქვს 10 წელი. თქვენ გაქვთ? დარწმუნებული ხართ?“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი