მთებში ქარი ძალიან ხშირად იცვლება და აი, დაჯდომის მომენტში შეიცვალა ქარი და ვერტმფრენმა დაიწყო ვარდნა - რა ისტორიას იხსენებდა ზაზა ლორია 2 წლის წინ „იმედის“ ეთერში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
247 30 ივლისი 2022, 13:40
გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა შორის მფრინავი ზაზა ლორიაცაა, რომელსაც 37-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

მფრინავი რომ გამხდარიყო, ზაზა ლორიამ სკოლის დასრულების შემდეგ საავიაციო სასწავლებელში ჩააბარა და ამ ოცნების ასრულებისთვის ყოველდღიურად მუშაობდა.

გადაცემა „იმედის გმირებმა“ მფრინავ ზაზა ლორიაზე 2 წლის წინ სიუჟეტი მოამზადა, სადაც იგი მყინვარწვერზე ერთ-ერთ რთულ ფრენას იხსენებდა. მაშინ მაშველებმა ვერტმფრენიდან გამოძრომა მოახერხეს. გუდაურის ოპერაცია კი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

„საერთოდ, ვერტმფრენს უკნიდან როცა უბერავს ქარი, ეს ძალიან ცუდია, ყოველთვის შევდივართ წინა მხრიდან როდესაც გვიბერავს ქარი, მაგრამ მთებში ქარი ძალიან ხშირად იცვლება და აი, დაჯდომის მომენტში შეიცვალა ქარი და ვერტმფრენმა დაიწყო ვარდნა. ერთი რაც მოვასწარით, წამების ამბავი იყო, შემოგვეტრიალებინა ვერტმფრენი და გადაგვეგდო ხეობაში, მოგვცა იმ წამება საშუალება რომ გამოვმძვრალიყავით და წამოვსულიყავით. ასეთ დროს ალბათ არ ფიქრობ რომ პასუხისმგებლობა გაქვს, ხარ თავჩახრილი და მექანიკურად მოქმედებ, რომ გადაარჩინო ვერტმფრენი და გამოიყვანო ამ რთული მდგომარეობიდან“, - იხსენებდა მფრინავი ორი წლის წინ.


გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

imedinews
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი