ზაზა შათირიშვილი: სამ ფაქტორს თუ შევკრებთ ერთად - შვეიცარიული ბანკის სრულიად გამაოგნებელ მოქმედებას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებას და ხელისუფლებაზე ენჯეოებისა, თუ მედიის მხრიდან ზეწოლას დავინახავთ, რომ მთავარი მომენტი არის ორკესტრირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
187 01 აგვისტო 2022, 15:49
,,ლოგიკა  არის  მარტივი, როგორც  ეკა  გიგაურმა  აღნიშნა, ომით  იქმნება  გარკვეული  ფანჯარა  და  ეს  ფანჯარა  უნდა  გამოვიყენოთო.  ანუ,  ეს  აზრი  მარტო უკრაინელებს  კი  არ  უტრიალებდათ  თავში,  ქართული  ე. წ  ენჯეო  სექტორი  ამას  ახმოვანებდა,’’ - ასე უპასუხა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა PALITRA NEWS ეთერში დასმულ შეკითხვას, თუ რა ფაქტორებს გულისხმობს ის, როდესაც საუბრობს ზეწოლაზე საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. 
როგორც ფილოსოფოსმა განმარტა, არის სამი ფაქტორი, რაც მას აფიქრებინებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე იყო დიდი ზეწოლა ომში ჩართვასთან დაკავშირებით. 

,,არის რამდენიმე  ირიბი  მომენტი. ერთი  ირიბი  მომენტი  არის  უკრაინული  ემიგრაციის  აზრი,  რომელიც  მე  ვიცოდი.   მეორე,  მე  რასაც  ვუყურებდი  რა  ხდებოდა  ქართულ  ენჯეო და მედია  სექტორში.  სადაც  პირდაპირ  იყო  მოწოდებები რუსეთთან კონფლიქტის გამწვავების,  რაც აგრეთვე  არის  ძალზე  მნიშვნელოვანი.  ასევე, არის  ძალიან  საინტერესო  პერსონაჟებისაგან პატრიოტული  პათოსი.  როდესაც,  მაგალითად,  ქალბატონი  ლომჯარია  ამბობს,  რომ  ურჩევნია  თავზე  ბომბები  ცვიოდეს. აქ საუბარია  2  ტიპის  ზეწოლაზე, რომელიც  ხორციელდებოდა  მთელი  თვეების  განმავლობაში  და  დაგვირგვინდა  ცნობილი  აქციებით, საუბარია ენჯეოსექტორისა  და ენჯეოინტელექტუალების  მეშვებით ზეწოლაზე.  ყველაზე  საინტერესო  მომენტი  არის  ევროკავშირის ფაქტორი.  ყველა  აღიარებს და  არამარტო  ევროპაში,  რომ საქართველო  ბევრად  უფრო  შეესაბამებოდა  სტანდარტებს,  ვიდრე  უკრაინა  და   მოლდოვა.  სამ ფაქტორს,  თუ  შევკრებთ  ერთად-ე.წ  შვეიცარიული ბანკის  სრულიად  გამაოგნებელი  მოქმედება,  რომელიც ცნობილი  გადაწყვეტილებით  დამთავრდა.  საქართველოსთვის  კანდიდატის  სტატუსის  არმინიჭება,  რომელიც ასევე  თავიდანვე  იყო  ნაწინასწარმეტყველები  და  ის  საოცარი  დაწოლა,  რომელიც  იყო  ჩვენი  ენჯეო,  მედია  და  სხვა  ამ სექტორის  მხრიდან  ხელისუფლებაზე  გადადგომის  მოთხოვნით. სადაც, მთავარი  მომენტი  არის  ორკესტრირება - ორკესტრირება  ამ სამი  ფაქტორის,’’ - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი