ხელისუფლება ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებით მოქმედებს და რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩაერთვება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 01 აგვისტო 2022, 19:45

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებით მოქმედებს და რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩაერთვება.

მან დედაქალაქში გავრცელებული ბანერებთან დაკავშირებით, რომელზეც აღნიშნულია, რომ „ომი უნდა რუსეთს და არა დასავლეთს“ კითხვას უპასუხა.

კალაძის თქმით, მისთვის უცნობია, რას ემსახურება ეს კამპანია.

„არ ვიცი რა კამპანიაა და რას ემსახურება. გამიჭირდება ამაზე რაიმე კონკრეტიკა. ალბათ, ეს შეკითხვა იმ ადამიანებს უნდა დაუსვათ, რომელიც დგას ამ კამპანიის უკან და ისინი უფრო ვრცლად გეტყვიან.

რაც შეეხება ომის დაწყებას და საქართველოს ჩართვას, ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამის შესახებ. უამრავი კონკრეტული მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, პოლიტიკური, პარტიების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის გაკეთებული განცხადება და ა.შ. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ვმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენს ხალხს და პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას სჭირდება. შესაბამისად, საქართველო ომში არ ჩაერთვება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბანერები გამოჩნდა, წარწერით „რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“. ბანერების ავტორია „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რომ აქაც ფულია დახარჯული
გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის საქმეზე დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს სამეგრელოში გაიმართება
ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ - ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია
არქივი