ალექსეი რეზნიკოვი - ნებისმიერი მცდელობა, გაუთანაბრო არაპროვოცირებული რუსული აგრესია და უკრაინის თავდაცვა, როგორც ეს „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშშია, მეტყველებს ადეკვატურობის დაკარგვაზე და არის ავტორიტეტის დაკარგვის საშუალება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
667 04 აგვისტო 2022, 23:06

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ ადეკვატურობა დაკარგა.  ამის შესახებ რეზნიკოვმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი  გამოეხმაურა „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშს, რომელშიც უფლებადამცველები წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკას სამოქალაქო ობიექტებში, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში  განალაგებდნენ.

„ნებისმიერი მცდელობები – კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო უკრაინელების უფლება, თავი დაიცვან გენოციდისგან, დაიცვან სახლი და ოჯახები, დაიცვან საკუთარი სიცოცხლე, დაიცვან ბავშვები, შეეწინააღმდეგონ ტერორისტ-სახელმწიფო რუსეთს – არის გარყვნილება, რაც არ უნდა სამართლებრივ კონსტრუქციებში შენიღბო ეს ქმედება. ნებისმიერი მცდელობა, გაუთანაბრო არაპროვოცირებული რუსული აგრესია და უკრაინის თავდაცვა, როგორც ეს „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშშია, მეტყველებს ადეკვატურობის დაკარგვაზე და არის ავტორიტეტის დაკარგვის საშუალება“, – წერს რეზნიკოვი.

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკიც. მისი თქმით, ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში „აბსურდული და შეურაცხმყოფელია“. ვერეშჩუკის განცხადებით, შესაძლოა, ორგანიზაციამ „არასათანადოდ შეარჩია სიტყვები და აქცენტები, თუმცა ეს განცხადება ჟღერს, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების შეურაცხყოფა“.

„ბოლოს და ბოლოს ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. ვიბრძვით ჩვენი მიწისა და ბავშვების მომავლისთვის. ჭკუის სწავლება და მორალის კითხვა არაა საჭირო“, – აცხადებს ვერეშჩუკი.a

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
გურამ მაჭარაშვილი: ნაციონალური მოძრაობა, სადაც გაიქცა, ყველგან წაიქცა - ქუჩაში წაიქცა, პარლამენტში წაიქცა, ევროპაში წაიქცა, საკუთარ პარტიაში წაიქცა, ანუ რეალურად გამოდის, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ან მიაღწევს ცოცხლად ან ვერა
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ორი პირი ვლადიმერ პუტინისადმი ჟესტის ნიშნად გაათავისუფლა
2025 წლის 1 იანვრიდან იზრდება პარლამენტის წევრების გასამრჯელო
სოზარ სუბარი ევროკომისიის ინიცირებული კანონპროექტზე: აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებენ არადეკლარირებულ ფულს და ლობირებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია
არქივი