სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ნატო-მ დაგეგმა და განახორციელა 2014 წელს ხელისუფლების ცვლა უკრაინაში და მოახდინა მოსკოვის პროვოცირება საკუთარი საზღვრების რუსეთის საზღვრებთან მოახლოებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
206 05 აგვისტო 2022, 09:45

რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატო-სგან განსხვავებით, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა 2014 წელს ხელისუფლების ცვლა უკრაინაში და მოახდინა მოსკოვის პროვოცირება საკუთარი საზღვრების რუსეთის საზღვრებთან მოახლოებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იენს სტოლტენბერგის შეფასებებს კონტინენტზე არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან გამომდინარე.

პესკოვის განმარტებით, დიდწილად ევროპაში ამჟამად არსებული ვითარება გამოწვეულია „ნატო-ს აგრესიული თავდასხმითა“ და „ალიანსის მიახლოებით რუსეთის საზღვრებთან“. რუსი მაღალჩინოსნის განცხადებით, ვითარება რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მწიფდებოდა და „აიძულა რუსეთი მიეღო ზომები.

„ნამდვილი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის ჩვენს კონტინენტზე, ევროპაში - ეს ალბათ, ის გადატრიალებაა, რომელიც უკრაინაში 2014 წელს მოხდა და რომელსაც რეჟისორობა ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა გაუწიეს, მიუხედავად გარანტიებისა, რომლებსაც იძლეოდნენ რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. აქედან ჩნდება საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ომი ყველაზე საშიში მომენტია ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რუსეთს გამარჯვების უფლება არ უნდა მისცენ. მისივე თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ნატო-ს გაუკეთებს იგივეს, რაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გაუკეთა, ამ შემთხვევაში ამ პროცესებში სრულიად ნატო იქნება ჩართული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სენატორი მარკო რუბიო პარიზის ოლიმპიადაზე: მთელი ფული დახარჯეს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პარიზში მასპინძლობისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ საფრანგეთი შერცხვენილიყო თამაშების გახსნის ფრიკ [უცნაური] შოუთი?
წყნეთში დადიანისა და ევროპის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საქართველოს საჯარო უნივერსიტეტების სტუდენტური კლუბების წევრებს შეხვდა
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
გიორგი კალანდარიშვილი: არარსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ისეთი მოლოდინების შექმნა, თითქოს არჩევნები არის მანიპულირებადი, მაშინ, როდესაც ინსტიტუცია აკეთებს ყველაფერს, რომ ამისთვის სივრცე არ დარჩეს
არქივი