ვლადიმერ ბოჟაძე: ამ ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმა არ განხორციელდება! სახელმწიფო ორგანოებმა და მოსახლეობამ უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ ავყვეთ პროვოკაციებს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
147 05 აგვისტო 2022, 22:41

თურმე მთლად ადამიანების ფიზიკურად განადგურების სცენარზე მუშაობენ - სცენარზე, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც პირდაპირ საომარ მოქმედებში ჩაითრევენ საქართველოს! - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ სტატუსზე.

მისი თქმით, ამ ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმა არ განხორციელდება.

„ირაკლი კობახიძეს დილით ჰქონდა ბრიფინგი და საღამოს უკვე ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმის დეტალებიც გაცხადდა. ქსენოფობობა როგორ გვაკადრეთო, არც კი გვიფიქრიაო და თურმე მთლად ადამიანების ფიზიკურად განადგურების სცენარზე მუშაობენ - სცენარზე, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, პირდაპირ საომარ მოქმედებში ჩაითრევენ საქართველოს! არ განხორციელდება ამ ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმა, არა! სახელმწიფო ორგანოებმა და მოსახლეობამ უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, ყურადღება და არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს! ხელისუფლება უკვე 10 წელია უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას საქართველოში და ეს მომავალშიც ასე იქნება! რუსეთი ოკუპანტია! საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი