„ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
173 06 აგვისტო 2022, 00:34

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ“ სამხრეთ ისრაელის მიმართულებით 80 რაკეტა გაისროლა. მათივე ცნობით, 46-მა რაკეტამ საზღვარი გადაკვეთა, რომელთაგან 33 საჰაერო თავდაცვითი სისტემა “რკინის გუმბათმა“ გააუვნებელყო. დანარჩენი ღია ადგილებში დაეცა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

თელ-ავივის მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის ბომბების საწინააღმდეგო თავშესაფარს ხსნის. საჰაერო განგაშის ხმა ისმის ისრაელის ქალაქ სდეროთში, აშკელონში, ბათ-იამში, რიშონ-ლე-ციონში და ხოლონშიც.

"ჩვენ გავანადგურებთ მათ, ვინც გვემუქრება", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ამის პარალელურად, პალესტინური მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ცნობები, რომ ისრაელი ღაზას სამხრეთით ობიექტებზე საჰაერო იერიშს ახორციელებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალების სამიზნე ისინი არიან, ვინც პასუხისმგებელია ვითარების გაუარესებაზე და არა ღაზა ან იქ მცხოვრებლები.

"ჩვენ გავანადგურებთ მათ, ვინც გვემუქრება",-აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი