ლევან დავითაშვილი - მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 11 აგვისტო 2022, 19:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს. საწვავის ფასებთან დაკავშირებით ქსელური კომპანიების წარმომადგენლებთან ლევან დავითაშვილისა და ლაშა ხუციშვილის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მიმდინარეობს.

ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება.

მისივე განცხადებით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს და განიხილავს მაქსიმალურ შესაძლებლობებს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, საწვავის ბაზარზე იყოს უფრო მაღალი კონკურენცია და კომპანიებთან გაგრძელდება მსჯელობა იმ საკითხებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა და რამდენად შეუძლიათ, მსხვილ კომპანიებს ბევრად უფრო მისაღები ფასით შესთავაზონ საწვავი მომხმარებლებს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანტიკორუფციული ბიურო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს, არის სიცრუე
ირაკლი კობახიძე - მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გვირაბის გაჭრაზე ინფორმაცია არ გაავრცელა, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასაც უმალავენ ხალხს
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და მუქარაში ბრალდებული დააკავა
ირაკლი კობახიძე: ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა
არქივი