ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 11 აგვისტო 2022, 21:29

თბილისის მერიის ინფორმაციით, ევაკუაცია კორპუსის დანგრევის საფრთხის გამო გახდა საჭირო. მერიაში განმარტავენ, რომ კორპუსის ავარიულობის გამო მცხოვრებლები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ საცხოვრებელი დაეტოვებინათ და ქირით გასულიყვნენ.

  ავარიული კორპუსიდან 15 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ განაცხადა, მოსახლეობა სასტუმროში დარჩება, სანამ შესაბამისი ფართების მოძიება დასრულდება.

„ერთი წლის წინ, როცა ჩაგვბარდა ამ კორპუსის ავარიულობის შესახებ დასკვნა, მოსახლეობას შესაბამისი შეტყობინებები გაეგზავნა, ასევე, რამდენჯერმე შეხვედრა გვქონდა კორპუსის მოსახლეობასთან. მათ შევთავაზეთ, რომ ესარგებლათ გამგეობის პროგრამით, დროებითი საცხოვრებლის ფართის იჯარის გადახდის პროგრამით. სამწუხაროდ, 5-მა ოჯახმა ისარგებლმა მხოლოდ ამ პროგრამით, დანარჩენები კი კორპუსში ცხოვრობდნენ. ჩვენ ყოველთვის მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდა ეს კორპუსი და დღეს შეამჩნია საუბნო განყოფილების ხელმძღვანელმა, რომ მოხდა შენობის დამძიმება, მოხდა სახეცვლილება. ადგილზე გამოძახებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ევაკუირებულია მოსახლეობა. გადავიყვანეთ სასტუმროში ავტობუსით. სასტუმროში გაჩერდებიან, სანამ დალაგდება შესაბამისი ფართების მოძიება და შემდეგ ქირით გადავლენ. 15 ოჯახი, 50 ადამიანია სასტუმროში გადაყვანილი და 5 ოჯახი ქირით გვყავდა გადაყვანილი. დანარჩენმა არ გამოთქვა სასტუმროში წასვლის სურვილი. მათ ურჩევნიათ, რომ ნათესავებთან გაჩერდნენ“, - განაცხადა გამგებელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მათ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ და, ცხადია, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოახდინონ ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება, სისხლისღვრა
ოთარ ფარცხალაძეს ეკუთვნის მადლობის გადახდა სალომე ზურაბიშვილისთვის - ის ინარჩუნებს ორი ქვეყნის მოქალაქეობას. წარმოუდგენელია ეს გადაწყვეტილება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მიიღო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს
ქუთაისის აეროპორტმა მემილიონე მგზავრი მიიღო
პროკურატურამ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი