დმიტრო კულება - ეს რუსეთის ომია და არა მხოლოდ პუტინის. არა პუტინი, არამედ რუსი ჯარისკაცები მოდიან რუსეთიდან, რათა მოკლან, აწამონ და გაანადგურონ. რუსების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ომს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 11 აგვისტო 2022, 23:11

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის კანცლერს უპასუხა. დმიტრო   კულებას  თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი მხოლოდ პუტინის არ არის და მას რუსების უმეტესობა უჭერს მხარს.

„ეს რუსეთის ომია და არა მხოლოდ პუტინის. არა პუტინი, არამედ რუსი ჯარისკაცები მოდიან რუსეთიდან, რათა მოკლან, აწამონ და გაანადგურონ. რუსების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ომს, მიესალმებიან რუსეთის დარტყმებს უკრაინულ ქალაქებზე და უკრაინელების მკვლელობას. მაშინ მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს გამართლებულად არ მიიჩნევს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ესტონეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩაკეტოს საზღვრები რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ესტონეთში გაცემული შენგენის ვიზა აქვთ. ამასთან, გარკვეული კატეგორიის პირთათვის დაშვებულია გამონაკლისი. აკრძალვა ძალაში ერთ კვირაში შევა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი