ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები და დაშავებულები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
178 15 აგვისტო 2022, 08:12

 ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია 61 ადამიანი. ტრაგედიის ადგილზე დღეს დილიდან მივიდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დედაქალაქის მერი ჰრაჩია სარქისიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აფეთქების შედეგად დაკარგულთა სიას აქვეყნებს, რომელშიც 25 ადამიანია. ისინი სავარაუდოდ ნანგრევებში არიან მოყოლილები.

დაშავებულებს შორის არიან ხუთი წლის გოგონა და ორსული ქალი. ექიმები აცხადებენ, რომ 36 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 22 დაზარალებული უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს, შუადღისას მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრში მდებარე პიროტექნიკის საწყობში მოხდა. ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა
სახალხო დამცველი ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
არქივი