ამერიკის ელჩის გულწრფელობა კი არ გავზომეთ, "შემოგვეზომა" - ასეთი არაგულწრფელი თუ იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 16 სექტემბერი 2022, 12:25
ელჩის გულწრფელობა კი არ გავზომეთ, "შემოგვეზომა" - ასეთი არაგულწრფელი თუ იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნებიდან“ წასული, პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის გუშინდელ ინტერვიუს.

ხუნდაძის თქმით, თუ მართლმსაჯულება საელჩოში უნდა დაკორექტირდეს და დეპუტატების კითხვების დასმა დანაშაულში უნდა ჩაითვალოს, ეს უფრო „საბჭოთას ჰგავს, ვიდრე დასავლურს“.

„ამერიკის ელჩი თუ ამ დონის არაგულწრფელი იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. კითხვებს ისევ არ პასუხობდა და ცდილობდა სიმართლისთვის თავი აერიდებინა.

დასავლური ღირებულებები სწორედ იმით არის ჯერ კიდევ მიმზიდველი, რომ მისი ფუნდამენტი არის კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა.

თუ მართლმსაჯულება საელჩოში უნდა დაკორექტირდეს, დეპუტატების კითხვების დასმა დანაშაულში უნდა ჩაითვალოს და მათ საკუთარი უფლებების დაცვაც კი ვერ შეძლონ, არათუ სხვისი, ეს უფრო საბჭოთას ჰგავს, ვიდრე დასავლურს, სადაც სულ უმცროსი ვიყავით და უფროსი მუდამ გვყავდა. მაშინ სად არის რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი? ჩვენი თავი ჩვენადვე როგორ უნდა გვეყუდნოდეს?

პარტნიორს კითხვებს იმიტომ ვუსვამთ, რომ მისი იმედი გვაქვს და მისი მართალი პასუხი გვაინტერესებს. ის კი არც კითხულობს და რუსეთუმეობას გვაბრალებს. და თუ ეს ჩვენ არ მოგვწონს, თურმე უნდა გავჩუმდეთ, "უფროსი ძმა ყოველთვის მართალია". ეს დამონების მცდელობას ხომ არ ჰგავს? თუმცა, "ამერიკული მონობა ჯობია რუსულს". არა ბატონო, ქართველი ერი ვერავის უღელს ვერ შეეგუება.

ამერიკელი დეგნანი გვეუბნება, ჩვენ საქართველოში მშვიდობა გვსურსო, მეორე ამერიკელი-კინზინგერი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს მოუწოდებს, "ჩადით საქართველოში და გაყარეთ ხელისუფლებაო". მესამე ამერიკელი - ფარკასი დამატებით სანქციებში ჩართვაზე გველაპარაკება და უკრაინასთან ერთად წინა ხაზზე გამოსვლისკენ მოგვიწოდებს. "თუ რუსეთი საქართველოში შემოიჭრება, მერე რა, მაინც ვერ გაიმარჯვებსო", თითქოს ნარდის თამაშს აპირებდეს ჩვენთან რუსეთი.

რომელს დავუჯეროთ? თუ ისევ გავჩუმდეთ? აღარაფერს ვამბობთ უკრაინელი მაღალჩინოსნების ომში ჩართვის მოწოდებებზე.

ელჩის გულწრფელობა კი არ გავზომეთ, "შემოგვეზომა". ოპოზიციის განსხვავებულ აზრს პატივს ვცემო და ჩვენი განსხვავებული აზრი, არა თუ არ მოეწონა, თავდასხმად აღიქვა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა აშშ ჩართული ევროპარლამენტის მიერ სანქციების შემუშავების პროცესში, კელი დეგნანი პასუხობს, რომ მას არ სურს ევროკავშირის სახელით საუბარი. არადა, გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ რეზოლუცია ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობაზე იყო საუბარი. ეს მაშინ ხდება, როდესაც ორი თვით ადრე, ამერიკის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი უდიდეს ქველმოქმედად მოიხსენია.

ვეკითხებოდით, შეხვდი თუ არა ბიძინასო და დიდად იუარა, არადა, თურმე შეხვდა და დაგვიმალა, თუ რატომ, მაინც არ გვითხრა. იმალება ის, რაც დასამალია.

არ გვითხრა და ნუ გვეტყვის. მთავარია ჩვენ ვამბობთ სათქმელს, რომელიც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა აქამდე არ იცოდა, ახლა კი იცის.

დღეს ყველაზე ახლოს არის საზოგადოება იმასთან, ჩვენი თავი ჩვენადვე რომ უნდა გვეყუდნოდეს და არა უკვე ნანახ საბჭოთა ან ჯერ არნახულ ამერიკულ მორჩილებასთან.

ჩვენი დროშა ყველას უნდა გვერჩივნოს! ჩვენ აუცილებლად გავხდებით რეალურად დამოუკიდებელი, ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო!

დიდება ჩვენს გმირებს! დიდება საქართველოს!“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ამერიკის ინტერესში არ შედის ის, რომ ომი გავრცელდეს საქართველოზე. დეგნანის თქმით, მათ არასდროს უსაუბრიათ საქართველოსთან ან სხვა ქვეყანასთან „მეორე ფრონტის“ გახსნაზე. მან ისაუბრა საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზეც და აღნიშნა, რომ აშშ-მა თავიდანვე ნათლად უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ კარგად ესმოდა განსაკუთრებული ვითარება, რაშიც ქვეყანა იმყოფებოდა.

გარდა ამისა, დეგნანის თქმით, ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან კითხვები მიიღო იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას.

როგორც ელჩმა განაცხადა, ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვაშაძე - ამოცანას არ ცვლის, კანონს მიიღებენ თუ არა, ხელისუფლება შესაცვლელია, ამიტომ ყველამ უნდა ჩავკიდოთ ხელები, წინ დიდი გამარჯვებისკენ ვიაროთ
თაკო ჩარკვიანი - სოფო ჯაფარიძის მიმართ ძალიან დიდი სიმპათიებია, ის ხალხის დახმარებასთან ასოცირდება
ნინო ფოჩხუა: ლომჯარიები და გიგაურები ბომბების წვიმაზე რომ ოცნებობენ, ეს ხომ მათი პირიდან გვაქვს გაგებული? ამიტომ არის, ასე გამალებით რომ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს
მამუკა მდინარაძე: მართლაც პარადოქსია, საუკუნეები ვიბრძოდით სუვერენიტეტის გაძლიერებისათვის, და ახლა გამოიყვანეს ხალხი „რუსული კანონის წინააღმდეგ“ რაღაც სლოგანით, სუვერენიტეტის ხარისხის ქვემოთ ჩამოსაწევად
მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: კლავდნენ, ახლა ფსიქოლოგიურად უნდათ ადამიანის მოკვლა და აბულინგებენ და მომავალში, თუ ხელისუფლება ექნებათ - ფიზიკურადაც მოკლავენ და ფსიქოლოგიურადაც
არქივი