სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
გასაოცარია აშშ- ის ელჩის პოზიცია, რომ თურმე „ოთხეულის“ განცხადებები რუსული ნარატივი ყოფილა - ბრალდებები არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
159 16 სექტემბერი 2022, 12:32
გასაოცარია აშშ- ის ელჩის პოზიცია, რომ თურმე „ოთხეულის“ განცხადებები ყოფილა რუსული ნარატივი. ეს არის ძალიან სამწუხარო და ვფიქრობ, ბრალდებები არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა აშშ-ის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, როცა კითხვები ისმევა და არავინ პასუხს არ სცემს მათ, ეს უხერხულობას ქმნის.

„რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასასიამოვნოა ის მიდგომა და ესეც დაუსაბუთებელია, როცა პარლამენტის წევრი სვამს კითხვებს, რომელიც რიგ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან არის დაკავშირებული, მითუმეტეს, იმ დროს, როცა სრული ბუნდოვანებაა და არავინ ამაზე პასუხს არ იძლევა, ეს ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის, რბილად რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გასაოცარია ქალბატონი ელჩის პოზიცია, რომ თურმე „ოთხეულის“ განცხადებები, პოზიცია ყოფილა რუსული ნარატივი. ეს არის ძალიან სამწუხარო და ვფიქრობ, უხერხული ბრალდებები არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, რადგან მთელი რიგი საკითხები, რასაც ეს დეპუტატები სვამენ, არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიცია და კითხვა. კითხვის დასმა იქ, სადაც არის ბუნდოვანება, რატომ ითვლება, რომ ვინმესთვის მტრობა ან რუსული ნარატივია, ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან კითხვები მიიღო იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას.

როგორც ელჩმა განაცხადა, ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სენატორი მარკო რუბიო პარიზის ოლიმპიადაზე: მთელი ფული დახარჯეს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პარიზში მასპინძლობისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ საფრანგეთი შერცხვენილიყო თამაშების გახსნის ფრიკ [უცნაური] შოუთი?
წყნეთში დადიანისა და ევროპის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საქართველოს საჯარო უნივერსიტეტების სტუდენტური კლუბების წევრებს შეხვდა
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
გიორგი კალანდარიშვილი: არარსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ისეთი მოლოდინების შექმნა, თითქოს არჩევნები არის მანიპულირებადი, მაშინ, როდესაც ინსტიტუცია აკეთებს ყველაფერს, რომ ამისთვის სივრცე არ დარჩეს
არქივი