ყოფილი მძევალი დეტალურად ჰყვება, როგორ შეიჭრა შეიარაღებული პირი ბანკში, რა ხდებოდა ადგილზე და როგორ გაათავისუფლა პოლიციამ ხალხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
172 21 სექტემბერი 2022, 13:31

ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი, ვანო ხეცურიანი გუშინ განვითარებულ მოვლენებს მედიასთან დეტალურად იხსენებს.

„ყველაფერი ზურგჩანთით შემოიტანა, გარეთ ისროლა, შემოვიდა, კარი მიხურა, გაიძრო [მოსაცმელი], შევხედეთ რაც ეცვა, იარაღით ხელში იყო... ზურგჩანთიდან ამოიღო ხელყუმბარები, კედელზე მიამაგრა. თვითონ მომთხოვა, რომ „ლაივი“ ჩამერთო, გაიგოს ყველამო. როგორც კი შემოვიდა პოლიციის კორდონი, იმ წუთში გავედი გარეთ. ჩვენ პოლიციის ყველა მოქმედებას ვუყურებდით. კარი, რომლიდანაც შემოვიდნენ, ალბათ ძველი კარი იყო და ის კარი გახსნა პოლიციამ. ტუალეტი იყო იქ, რომელში გასვლასაც ხალხი ითხოვდა და მოდიოდნენ უკან, მაგრამ მერე ორი ბიჭი გავიდა, მერე ქალი გავიდა, მერე მესამე გოგო გავიდა, მეოთხე ქალი გავიდა და რომ აღარ დაბრუნდნენ, მერე დაეჭვდა და მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე“, - აცხადებს ყოფილი მძევალი.

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგნენ. გრიგოლ ნარსია ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. იმერეთის სამხარეო პოლიციაში კი, მძევლების გამოკითხვები დილიდან განახლდა.

ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა.

თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია იყო კიდევ ერთი პროვოკაცია ქართველი ხალხისთვის, როგორმე ქუჩაში გამოეყვანათ ოპოზიციის მხარდამჭერები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბის შეხვდა
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა
ლევან ნიკოლეიშვილი ბელგიელი პოლიტიკოსის განცხადებაზე: ნამდვილად არიან ისეთი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არც ღირსება დაუკარგავთ და სიმართლის თქმაც შეუძლიათ, ასეთი ადამიანები პატივს სცემენ სხვის აზრსაც და სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასაც
არქივი