ყოფილი მძევალი თავდამსხმელზე: პერიოდულად, თანხა რომ არ მოჰქონდათ და რომ აგვიანდებოდათ, ძალიან აგრესიული იყო, ისე, ნამდვილად არ გვერჩოდა, უნდოდა, რომ ყველა უვნებლად გავსულიყავით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
180 21 სექტემბერი 2022, 14:21

ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი, ეკა შელია გუშინ განვითარებულ მოვლენებს მედიასთან იხსენებს. მისი თქმით, თავდამსხმელმა არაფერი იცოდა იმ კარის შესახებ, საიდანაც, საბოლოოდ, მძევლები გავიდნენ.

„არ იცოდა [მძარცველმა], მაინც ვერ გაიგო, რომ იქ კარები იყო ღია და სპეცრაზმს რომ გაჰყავდა [ხალხი], მიხვდა. პერიოდულად, განერვიულდებოდა ხოლმე და იყო რისკი, რომ რომელიმე მძევლისთვის რამე მოეწია. პერიოდულად, თანხა რომ არ მოჰქონდათ და რომ აგვიანდებოდათ, ძალიან აგრესიული იყო. ისე, ნამდვილად არ გვერჩოდა, უნდოდა, რომ ყველა უვნებლად გავსულიყავით. ხმაურზე გავიქეცით ყველა და შემდეგ შემოვიდა პოლიცია“, - აცხადებს ყოფილი მძევალი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი