სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
არავითარი განხეთქილება არ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა - ეს არ არის „ქართული ოცნება“, სადაც „ჩათში“ წერენ გზავნილებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 22 სექტემბერი 2022, 22:49
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიაში არავითარი განხეთქილება არ არსებობს.

მისი თქმით, პარტია დიდია და შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა.

როგორც დეკანოიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა, ყველა საერთაშორისო სტანდარტით და შეფასებით ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი „დარწმუნებული ვარ, რომ ნიკაც {მელია} ამას იზიარებს“

„არავითარი განხეთქილება არ არსებობს პარტიაში. მესმის ჩვენი „კეთილის მსურველების“ მათ უნდათ, რომ ასე იყოს, მაგრამ ნამდვილად ასე არ არის. ჩვენი გულანთებული მომხრეების კრიტიკა მისაღებია. ახლა მთავარი ფოკუსი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი და სხვა გადახრა-გადმოხრა არ იძლევა რეალურ შედეგს.

შეიძლება პარტიაში იყოს აზრთა სხვადასხვაობა. დამერწმუნეთ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, რაც მომხდარა და ხდება ხოლმე. პარტია დიდია ძალიან. რეალურად ჩვენს პარტიაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ერთ საკითხზე ერთი აზრი ჰქონდეთ, მეორეზე მეორეზე. ეს არ არის „ქართული ოცნება“ , რომლებიც ჩატში წერენ გზავნილებს. ჩვენი შეგნებული დამოკიდებულებით ვართ ოპოზიციაში, იმიტომ რომ ამ ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი გვსურს“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მე ვთვლი და დარწმუნებული ვარ, რომ ნიკაც {მელია} ამას იზიარებს, ამ ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი, ყველა საერთაშორისო სტანდარტით და შეფასებით. რაც შეეხება კეზერაშვილს ის არის კრიტიკული მედიის დამფუძნებელი და მე კრიტიკულ მედიას დემოკრატიის ჭრილში, ამ ქვეყნისთვის ვუყურებ მნიშვნელოვნად. სხვა ჭორებს , რაც შეეხება კომენტარს არ გავაკეთებ. ვფიქრობ , რომ სხვა მიმართულებით საუბარი ხელს აძლევს ხელისუფლებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნიკასი, ჩვენი მეგობრების, ყველასი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა“,- განაცხადა დეკანოიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სენატორი მარკო რუბიო პარიზის ოლიმპიადაზე: მთელი ფული დახარჯეს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პარიზში მასპინძლობისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ საფრანგეთი შერცხვენილიყო თამაშების გახსნის ფრიკ [უცნაური] შოუთი?
წყნეთში დადიანისა და ევროპის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საქართველოს საჯარო უნივერსიტეტების სტუდენტური კლუბების წევრებს შეხვდა
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
გიორგი კალანდარიშვილი: არარსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ისეთი მოლოდინების შექმნა, თითქოს არჩევნები არის მანიპულირებადი, მაშინ, როდესაც ინსტიტუცია აკეთებს ყველაფერს, რომ ამისთვის სივრცე არ დარჩეს
არქივი