პოლონეთის პრეზიდენტი რუსეთს ბირთვულ მუქარაზე: აშშ-შიც არის ბირთვული რაკეტების გამშვები ღილაკები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 23 სექტემბერი 2022, 16:15
პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მოსკოვი შეერთებული შტატებისგან პასუხსა და ცივილიზებული სამყაროსგან გარიყვას უნდა ელოდოს.

„აშშ დიდი ბირთვული სახელმწიფოა, უდიდესი სამხედრო სახელმწიფო მსოფლიოში და ის, რომ აშშ სერიოზულად უყურებს რუსეთის [ბირთვულ] მუქარას, ასევე საფრთხეს წატმოადგენს რუსეთისთვის. თუ რუსეთი ყველა ტაბუს დაარღვევს სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც არ გააჩნია ბირთვული იარაღი და დღეს იცავს თავის ტერიტორიას მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, თუ ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ, რუსეთი პასუხს უნდა ელოდოს“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აშშ-ში ასევე არის ღილაკები, რომლითაც ბირთვულ რაკეტების გაშვება ხდება“.

22 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სატვირთო მანქანების სლოვაკი მძღოლები იმუქრებიან, რომ პარასკევიდან უკრაინასთან სასაზღვრო გადასასვლელს გადაკეტავენ, თუ არ გადაიდგმება ნაბიჯები უკრაინელი გადამზიდავების მხრიდან კონკურენციის შესაზღუდად
ილჰამ ალიევი ენტონი ბლინკენს: აშშ-ის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს
ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულმა სესიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა
ოთარ შამუგია: თხილის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა 2024 წელსაც განხორციელდება
ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ მოვახერხებთ, რომ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი კი არ იყოს არჩევნების წინ, არამედ იყოს რამდენიმე პოლუსიანი - ამას მოვახერხებთ იმ შეთავაზებით, რომელსაც შევიმუშავებთ ჩვენს ამომრჩეველთან და საზოგადოებასთან ერთად
არქივი