რუსეთის ტერიტორიაზე, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან მობილური სამობილიზაციო პუნქტი განთავსდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 27 სექტემბერი 2022, 16:29

საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან რუსეთი მობილურ სამობილიზაციო პუნქტს განათავსებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს .

ასეთი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ოსეთის შსს-მ საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელებთან თათბირის შემდეგ მიიღო.

„შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაკადი სერიოზულად იზრდება. მიღებული ზომების მიუხედავად, ვითარება კვლავ ძალიან დაძაბულია, რაც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ დამატებითი ზომების მიღებას საჭიროებს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

26 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან 3500-მდე ავტომობილი დაგროვდა, რომლებშიც „ძირითადად“ ასაკის გასაწვევი მოქალაქეები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს
ანტიკორუფციული ბიურო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს, არის სიცრუე
არქივი