დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ 107 პირს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 01 ოქტომბერი 2022, 13:31

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა გადასცა.

ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი მხეიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე ესწრებოდნენ.

ირაკლი მხეიძის თქმით, პროგრამის მთავარი მიზანია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სოფლად განსახლების შემდეგ, დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს, საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში თუ გაფართოებაში შევუწყოთ ხელი. მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო, სრულად ინტეგრირდნენ და აღარ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებაზე“, - განაცხადა ირაკლი მხეიძემ.

ამ ეტაპზე, ხელის ტრაქტორი იძულებით გადაადგილებულ 107 პირს გადაეცა, მათ შორის 86-ს შიდა ქართლის რეგიონში.
დევნილებისა და ეკომიგრანტების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებს სააგენტო, ყოველწლიურად, ახორციელებს და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ცაგარეიშვილი: რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
არქივი