ლევან ნიკოლეიშვილი: 10 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ ხალხთან ერთად დასაბამი ჩაუყარა ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 01 ოქტომბერი 2022, 14:56

10 წელი გავიდა მას მერე, რაც საქართველომ შვებით ამოისუნთქა! 10 წელი ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა! 10 წელია, რაც მავნებლები, შიდა თუ გარე მტრები ცდილობენ აურიონ, შეანჯღრიონ, შეარყიონ, ომში და უბედურებაში ჩაითრიონ, მაგრამ არ გამოსდით!, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

„საქართველო გილოცავ! 10 წელი გავიდა მას მერე, რაც საქართველომ შვებით ამოისუნთქა! 10 წელი ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა! 10 წელია, რაც მავნებლები, შიდა თუ გარე მტრები ცდილობენ აურიონ, შეანჯღრიონ, შეარყიონ, ომში და უბედურებაში ჩაითრიონ, მაგრამ არ გამოსდით!

არც გამოუვათ, რადგან ხალხის ნება სულ სხვაა! აი, იმ ხალხის რომელმაც გადაწყვიტა გვერდით დასდგომოდნენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, და მტარვალ ხელისუფლება, მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით შეეცვალა!
დღეს 1 ოქტომბერია, 10 წლის წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ ხალხთან ერთად დასაბამი ჩაუყარა ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას!

ღვთივკურთხეულ, ღმრთისმშობლის წილხვედრ საქართველოს ყოველთვის ემტერებოდნენ, ებრძოდნენ მამულს, ებრძოდნენ, ენას, ტრადიციას, კულტურას, ვენახს, მაგრამ ყოველთვის კისერს იტეხდნენ, ქართველობასა და ქართველს კი ვერ ტეხდნენ, რწმენას ვერ უნგრევდნენ, ვერ ერეოდნენ, ვერ და ვერა! მიზეზი კი ჩვენი გონიერება, და სიყვარულისა და მშვიდობისაკენ სწრაფვა გახლდათ ყოველთვის! სწორედ გონიერებით, სწორედ მშვიდობის და ქვეყნის სიყვარულის წყალობით, ღვთის ნებითა და შეწევნით სწორედ ამ დღეს 10 წლის წინათ, ჩვენ გავიმარჯვეთ, და კიდევ ბევრს გავიმარჯვებთ!
საქართველო გილოცავ!“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
გურამ მაჭარაშვილი: ნაციონალური მოძრაობა, სადაც გაიქცა, ყველგან წაიქცა - ქუჩაში წაიქცა, პარლამენტში წაიქცა, ევროპაში წაიქცა, საკუთარ პარტიაში წაიქცა, ანუ რეალურად გამოდის, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ან მიაღწევს ცოცხლად ან ვერა
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ორი პირი ვლადიმერ პუტინისადმი ჟესტის ნიშნად გაათავისუფლა
2025 წლის 1 იანვრიდან იზრდება პარლამენტის წევრების გასამრჯელო
სოზარ სუბარი ევროკომისიის ინიცირებული კანონპროექტზე: აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებენ არადეკლარირებულ ფულს და ლობირებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია
არქივი