რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის, ხან იქ მიაყურადებს და ხან - აქ, ამ საქმიანობით არის დაკავებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 03 ოქტომბერი 2022, 20:35

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ინფორმაცია „ხალხის ძალა“ გაფართოებისა და კონკრეტული პირების მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ, რომან გოცირიძის მიერ გავრცელებული დამახინჯებული ინფორმაციაა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე პარლამენტში მიყურადებითაა დაკავებული.

„რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის, ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ მოაყურადებს. ოღონდ იმის 10% გაიგო, რაც სინამდვილეში ხდება. ბატონი რომანი დადის და რიგებში ისმენს ხოლმე რაღაცეებს. ამ საქმიანობით არის დაკავებული. მიდი-მოდის და ყურს რომ მოჰკრავს ხოლმე რაღაცას, კარგად ვერ ისმენს და მერე დამახინჯებულ ინფორმაციას გადმოსცემს. მაგალითად გაახმოვანა ის ინფორმაცია, ერთ რაღაცას მოკრა ყური და შემდეგ განავრცო. სწორი როგორ არის, ბატონი რომანის ინფორმაციებს ხანდახან 10 პროცენტს შეგიძლიათ ენდოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი