სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ევროკავშირს არ უთქვამს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ ისეთი კანონი უნდა იყოს მიღებული, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება ერთადერთი სახელი და გვარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
147 03 ოქტომბერი 2022, 20:47

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ამუშავებს.

მისივე თქმით, კანონის უკრაინული მოდელი თუ იქნება გადმოღებული, ამ შემთხვევაში, ოლიგარქთა სიაში რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი და მის გუნდში მყოფი ოლიგარქები მოხვდებიან.

„ევრორეკომენდაციებზე ჩვენ ვმუშაობთ ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ზუსტად ისე, როგორც გვირჩია ევროკავშირმა, რომ მონაწილეობით და ჩართულობით დაგვემუშავებინა ეს პროექტი. ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას აქვთ 2012 წელს მიღებული ძალიან სერიოზული პოლიტიკური ტრავმა და აწუხებთ ერთადერთი, პოლიტიკური შურისძიება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი განცხადებები. ისინი ატყუებენ საზოგადოებას,  სინამდვილეში, ევროკავშირს არ უთქვამს, რომ ისეთი კანონი უნდა იყოს მიღებული, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება ერთადერთი სახელი და გვარი, თან იმ ადამიანის, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებში, ადამიანის უფლებების დაცვაში, ქვეყანაში არსებული ვითარების თვისობრივად გაუმჯობესებაში და ეს ეხება პრაქტიკულად ყველა მიმართულებას.

ევროკავშირმა თქვა, რომ უნდა იყოს შემუშავებული ისეთი რეგულაცია, რომელიც ჩამოაყალიბებს კრიტერიუმებს, ვის შეიძლება, შეეხოს კანონი ოლიგარქიის რეგულირების შესახებ. პირდაპირ გეტყვით, რომ თუ ჩვენ გადმოვიღებთ მოდელს, რომელიც თავის დროზე მოსწონდა„ ნაციონალურ მოძრაობას“ და მოგვიწოდებდნენ პათეტიკურად, რომ მიგვეღო ეს კანონი – კანონმდებლობის უკრაინული მოდელი, რომელშიც მოცემულია ოთხი მთავარი კრიტერიუმი, თუ ასე იქნება კანონი მიღებული, პირველი, ვისაც კრიტერიუმები შეეხება, გახლავთ რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი და მის გუნდში მყოფი ოლიგარქები. პირველ რიგში, ეს არის კეზერაშვილი, რომელიც პრაქტიკულად ოთხიდან სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეიბს
არქივი