სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი ბრენდის სახელმძღვანელო შექმნა და ბრენდირების პროცესი დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
153 03 ოქტომბერი 2022, 20:54

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრენდირების ახალი სტრატეგია მაისის თვეში შეიმუშავა და ბრენდირების პროცესის სისტემატიზაციას უკვე დღეიდან უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნული სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელება სამსახურის განვითარებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ბრენდინგის პროცესში მნიშვნელოვანი იყო სამსახურის იდენტობაზე ყურადღების გამახვილება, რომელიც იქნებოდა ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის სახე და ჩაერთვებოდა საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში.

ბრენდირების სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა ახალი ლოგო, დაიბრენდა განახლებული ავტოპარკის მანქანები, თანამშრომლებისთვის დამზადდა სპეციალური ბრენდირებული ტანსაცმელი/ფორმები - ჟილეტები, მაისურები, ლაბადები, ქუდები და სხვა.

ლოგოს შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი იყო სწორი, ძლიერი და დასამახსოვრებელი ვიზუალის შექმნა, რომელიც მარტივი აღსაქმელი იქნებოდა საზოგადოებისთვის და ჩამოუყალიბებდა ნდობას სამსახურის მიმართ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ემბლემა წარმოადგენს ლაჟვარდის არშიით შემოსაზღვრულ დაშვებულ ხმალზე განთავსებულ გადაშლილ წიგნს, რომლის მარცხენა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია, ხოლო ხმლის ზემოდან გამოსახულია სტილიზებული ივერიული გვირგვინი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მისი შექმნის დღიდან, საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. დღეიდან ამ პროცესს დასამახსოვრებელი ვიზუალით და ახალი იმიჯით გააგრძელებს.

უახლოეს მომავალში ახალი ბრენდბუქის ქვეშ დაგეგმილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდის - www.sis.gov.ge განახლება”,- ნათქვამია უყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის კრედიტის გაცემის პირობები შესაძლოა, ოქტომბერში დაასახელონ
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
არქივი