მამუკა მდინარაძე - ენას ძვალი არ აქვს, ზეპირად რასაც უნდათ, იმას ამბობენ, ვაშაძეა აქ ლიდერი, დაავალეთ სიბინძურე, ადგება და იტყვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 03 ოქტომბერი 2022, 22:29
ენას ძვალი არ აქვს, ზეპირად რასაც უნდათ, იმას ამბობენ, ვაშაძის არ იყოს, ვაშაძეა აქ ლიდერი, რასაც გინდა, იმას იტყვის, დაავალეთ სიბინძურე, ადგება და იტყვის. ვაშაძემაც კი ვერ დაასახელა ვერც ერთი მტკიცებულება ვერასდროს, რომ ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] რომელიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამ დროს, ოპოზიციაში აღმოჩნდა უამრავი ადამიანი და ჩიხში შევიდნენ თავიანთი წლების მიერ ნაწარმოები პიარით, აღმოაჩნდათ ადამიანები, რომლებიც ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა  მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა პროცესებში. 

„არის რამდენიმე კრიტერიუმი, რითაც უნდა შეაფასო, მაგალითად, უნდა ერეოდეს პოლიტიკაში, ან რაიმე ფორმით გავლენა ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებზე. ყველა სხვა პირობა რომ დაკმაყოფილებული იყოს, ამის გარეშე ადამიანს ვერც კანონით, ვერც ისე ვერ დაარქმევ ოლიგარქს. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რადგან არ არსებობს ეს რეალობა, ეს მოცემულობა, შესაბამისად, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა პოლიტიკურ პროცესებში. შემდეგ არის სხვა კრიტერიუმები, რომ გავლენას ახდენს, აფინანსებს რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას – არ აფინანსებს, შესაბამისად, მტკიცებულებაც არ არსებობს და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება საიმისოდ, რომ არა მხოლოდ კანონით, ზეპირადაც კი, ადამიანს უწოდო ოლიგარქი, შესაბამისად, ასეთი ადამიანი ვერ იქნება ოლიგარქი. 
ფეიკი რომ არის ამასთან დაკავშირებული მათი ყველა წინადადება და რომ ებრძვიან პოლიტიკიდან უკვე დიდი ხნის წასულ ადამიანს, აქედან აშკარავდება ეს ყველაფერი. ენას ძვალი არ აქვს, ზეპირად ხომ რასაც უნდათ, იმას ამბობენ, ვაშაძის არ იყოს, ვაშაძეა აქ ლიდერი, რასაც გინდა, იმას იტყვის, რაც გნებავთ, დაავალეთ სიბინძურე, ადგება და იტყვის. ვაშაძემაც კი ვერ დაასახელა ვერც ერთი მტკიცებულება ვერასდროს, რომ ეს ადამიანი რომელიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამ დროს, ოპოზიციაში აღმოჩნდა უამრავი ადამიანი და ჩიხში შევიდნენ თავიანთი წლების მიერ ნაწარმოები პიარით, აღმოაჩნდათ ადამიანები, რომლებიც ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. 
ახლა, ამ ჩიხის გამო ამბობენ, რომ არ გვაწყობს ეს კანონი. ანუ, უკრაინაში რაც კარგია, ჩვენთან არ აწყობს ოპოზიციას და ახლა უნდა ვიაროთ მათ დაკრულზე. გავაკეთოთ ისე, რომ ვიმსჯელოთ ამ თემაზე, თუ აწყობთ, გადმოვიტანოთ უკრაინული კანონმდებლობა და პირდაპირ მივიღოთ, ამაზე თანახმა ვართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ვინც განხილვაში შემოვა, ის ვერაფრით დაამტკიცებს, რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს
დავით ქართველიშვილი: აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით
ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა
კახა კახიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ქალის პატივისცემაზე, არავის გახსენებია „იმედის“ ჟურნალისტი - ქალბატონი იდგა და უკნიდან მამაკაცები აგინებდნენ და რას არ აკეთებდნენ, ყველანაირად ძალადობდნენ
არქივი