ევროკავშირმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტს მოაწერა ხელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
141 03 ოქტომბერი 2022, 23:21

ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა, რომელიც 5 მილიარდ ევროს შეადგენს - ამის შესახებ დღეს ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

აღნიშნულ მაკროფინანსურ დახმარებას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალიც.

„ევროკავშირმა ახლახან მოაწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. მადლიერი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარ ვალდის დომბროვსკის ასეთი გადაწყვეტილებისთვის“ , - აღნიშნა უკრაინის პერმიერმა.

ამასთან, შმიგალმა დასძინა, რომ ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი ჟესტი, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის ამ ომში გამარჯვებას, აღმშენებლობასა და ევროპულ მომავალს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი