ირაკლი პეტრიაშვილმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორსა შსო-ს მშრომელთა ბიუროს დირექტორთან შეხვედრა გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
353 19 ნოემბერი 2022, 14:11

ავტრალიაში, ქალაქ მელბურნში მსოფლიო პროფკავშირების მეხუთე კონგრესი მიმდინარეობს. ყრილობის ფარგლებში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე  ირაკლი პეტრიაშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  (შსო) გენერალურ დირექტორს ჟილბერტ ჰოუნგბოს და შსო-ს მშრომელთა ბიუროს დირექტორს მარია ელენა ანდრეს შეხვდა.

შეხვედრაზე ირაკლი პეტრიაშვილმა კვლავ დააყენა საქართველოს შს-ოს მოსკოვის რეგიონალური ოფისის დაფარვიდან გამოსვლის საკითხი, რასაც საქართველოს პროფკავშირები წლებია  აქტიურად ითხოვს. ასევე, ამ საკითხზე არსებობს სამმხრივი მიმართვა სახელმწიფოსა და დამსაქმებლებთან ერთად.

ამასთან, შეხვედრაზე ირაკლი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სოციალური დიალოგის განვითარების კუთხით  არსებულ გამოწვევებზე და ამ თვალსაზრისით შსო-ს  ჩართულობის, საქართველოში ვიზიტის და შესაბამისი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გამოცდილების გაზიარების  საჭიროებას რეგიონში. შსო-ს გენერალურმა დირექტორმა დაყენებული საკითხების  უახლოეს თვეებში განხილვის მზაობა გამოთქვა.

ამასთან, უკვე დაიგეგმა შსო-ს მშრომელთა ბიუროს დირექტორის, მარია ელენა ანდრეს ვიზიტი საქართველოში მიმდინარე წლის დეკემბერში პროფკაშირების გაერთიანების კონფერენციასა და კონგრესზე დასასწრებად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი