ევროპარლამენტმა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების მიუღებლობის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
204 24 ნოემბერი 2022, 19:49

ევროპარლამენტმა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების მიუღებლობის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

კერძოდ, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 531-მა დეპუტატმა, შვიდი წინააღმდეგი იყო, 34-მა კი თავი შეიკავა.

წინადადების თანახმად, „კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული, თუმცა უკრაინის კონფლიქტს გაქცეული პირები კვლავ შეძლებენ ჰუმანიტარული ნიშნით ევროკავშირში შესვლას“.

კენჭისყრის შემდეგ, მომხსენებელმა ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარმა განაცხადა, რომ „ევროპარლამენტი მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რათა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალებებით, რომ დარწმუნდეს, პუტინი გადაიხდის მაღალ ფასს უკანონო ომისთვის, უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ საერთაშორისო დანაშაულისთვის“.

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ასევე ოფიციალურად იქნება მიღებული ევროკავშირის საბჭოს მიერ, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა
სახალხო დამცველი ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
არქივი