132
24 ნოემბერი 2022, 23:33

კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკში 9-სართულიანი სასტუმრო არ აშენდება. ამ თემაზე თბილისის მერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„გადაჭრით შემიძლია ვუთხრა თბილისელებს, რომ ვაკის პარკში 9-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა არ და ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რადგან ეს ტერიტორია ყოველთვის იყო ვაკის პარკის ნაწილი, ყოველთვის იყო რეკრეაციული სივრცის ნაწილი და ეს სივრცე შეუნარჩუნდება ვაკის პარკს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, გრძელდება მოლაპარაკებები მფლობელთან არსებობს კომუნიკაცია. მერი დარწმუნებულია, რომ მომდევნო დღეებში ეს პრობლემაც მოგვარდება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |