თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტს მხარი დაუჭირა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 25 ნოემბერი 2022, 15:04

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტს მხარი დაუჭირა.

დოკუმენტი მერიაში გადაიგზავნება, 10 დეკემბრამდე კი მერია ჩასწორებულ ვარიანტს უკან, კვლავ საკრებულოს დააბრუნებს. გაწერილია პრიორიტეტული მიმართულებები, თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანდაცვისა და სოციალ პროგრამებს მოხმარდება.

ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია სატრანსპორტო პოლიტიკა. ოპოზიცია თბილისის ბიუჯეტის პირველად დოკუმენტს იწუნებს და ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტი თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი