ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
140 28 ნოემბერი 2022, 11:51

ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს, საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს კიდეც ძალადობა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საპატრიარქო ფინანსდება ხალხის ფულით და ყველა ხელისუფლება ცდილობს, ხარკის გადახდით გამოიყენოს ეს ინსტიტუცია, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„საპატრიარქოს აქვს დიდი ძალაუფლება, რათა ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე. მათ შორის ამ ძალიან მძიმე საკითხში, რაც არის ქალების კვლა, ფემიციდი. ცდილობს, პასუხისმგებლობა მედიას, საზოგადოებას დააკისროს და არც ერთ ეტაპზე არ გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას მაშინ, როცა ასეთი სერიოზული ძალაუფლება აქვს.

არ ვსაუბრობ რელიგიასა და რწმენაზე, ვსაუბრობ ინსტიტუციაზე – საპატრიარქოზე, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებებს ძალიან ხშირად სცდება და პოლიტიკურ პროცესებში ერევა. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას როგორც რუსეთის გაგრძელებას. ამას აქვს კონკრეტული საფუძვლები – მილოცვა იყო კირილის მიმართ, ასევე ვერასდროს სცნო უკრაინის ავტოკეფალია. მაშინ, როცა პარლამენტში განიხილება საკითხები, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის დემოკრატიასა და პროგრესს, როგორიც არის გენდერული საკითხები, დეცენტრალიზაცია, სექსუალური განათლება სკოლებში, ამ საკითხებს საპატრიარქო პირდაპირ ეწინააღმდეგება და ერევა პოლიტიკურ პროცესებში. თან ისე, რომ ქვეყანაში პირდაპირ შეაფერხოს პროგრესი, თანასწორობა, განვითარება და ქალთა კვლა. საპატრიარქოს განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქვეყანაში არ არის იმისთვის, რომ პროგრესი იყოს. საპატრიარქოში რუსეთის უდიდესი გავლენებია. ისინი მტრობენ ქვეყანას, როცა ასეთ განცხადებას აკეთებენ ფემიციდზე, კირილს დაბადების დღეს ულოცავენ“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
გურამ მაჭარაშვილი: ნაციონალური მოძრაობა, სადაც გაიქცა, ყველგან წაიქცა - ქუჩაში წაიქცა, პარლამენტში წაიქცა, ევროპაში წაიქცა, საკუთარ პარტიაში წაიქცა, ანუ რეალურად გამოდის, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ან მიაღწევს ცოცხლად ან ვერა
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ორი პირი ვლადიმერ პუტინისადმი ჟესტის ნიშნად გაათავისუფლა
2025 წლის 1 იანვრიდან იზრდება პარლამენტის წევრების გასამრჯელო
სოზარ სუბარი ევროკომისიის ინიცირებული კანონპროექტზე: აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებენ არადეკლარირებულ ფულს და ლობირებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია
არქივი