სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაზე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
178 28 ნოემბერი 2022, 12:19

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, გადააგზავნიან თუ არა ვენეციის კომისიაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს.

მისივე თქმით, ჯერ უნდა გაარკვიონ, რა ხდება დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც ვენეციის კომისია ამუშავებს.

„ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციები გვაქვს, კომუნიკაცია გვქონდა ვენეციის კომისიასთან, მთელი რიგი ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის უკრაინის მიერ ვენეციის კომისიაში გაგზავნილ კანონზე. ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ და გაცნობებთ. ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაზე რაიმე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელზე და ამის მიხედვით ჩამოვაყალიბებთ ჩვენს საბოლოო პოზიციას. ვენეციის კომისია მუშაობს უკრაინულ კანონზე და ამუშავებს კანონს, ამზადებს დასკვნას, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. ევროკავშირთან კონსულტაციები გვაქვს და გვექნება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მოგვიანებით გაგაცნობთ. თუ ოპოზიციას ვენეციის კომისია ევროპარლამენტში ერევა, ეს მათი პრობლემაა. ევროპარლამენტი იღებს პოლიტიკური თვალსაზრისით გადაწყვეტილებებს და ვენეციის კომისია პროფესიული ორგანოა, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობოებზე: ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის დანამატი და უცხოეთიდან მათი დაფინანსება ხმარდება საქართველოში რადიკალური „ნაციონალურო მოძრაობის“ და მისი დანამატების ფინანსურ უზრუნველყოფას
ნინო წილოსანი წალენჯიხაში მიმდინარე ფესტივალზე: ლევან ცუცქირიძე და მისი ორგანიზაცია, არა მხოლოდ ახლა, არამედ წლებია უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას და ამ პარტიის ინტერესებს ემსახურება
დავით მათიკაშვილი: როგორც ჩანს, ოლიგარქი კეზერაშვილი საკუთარ პირობებს უყენებს რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც დამფინანსებელ ოლიგარქ კეზერაშვილთან უნდა იყოს შეთანხმებული
ირაკლი ქადაგიშვილი კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსზე: ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიული კუთხით თვალსაჩინო და ხელშესახები პროგრესია
ტრამპის აზრით, თუ მას აშშ-ის პრეზიდენტად არ აირჩევენ, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება
არქივი