ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტელეკომპანია „დოჟდში" გასულ გადაცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 03 დეკემბერი 2022, 01:23

 ლატვიაში რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“ დააჯარიმეს და კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

„ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ“ რუსულ ტელეკომპანიას 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. საბჭოს თავმჯდომარე ივარს აბოლინშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაასახელა და რუსეთის არმიას „ჩვენი არმია“ უწოდა.

დოჟდის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აღიძრა. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსული ჯარების დანაშაულის ფონზე, „აგრესორი რუსეთის ნებისმიერი სახის მხარდაჭერა მიუღებელია“.

უწყებაში თქვეს, რომ არაერთხელ ისაუბრეს ლატვიაში ე.წ. დამოუკიდებელი რუსული მედიის საქმიანობის გადატანასთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკების არსებობის შესახებ.

ლატვიის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ვინაიდან ეს მედიაკომპანიები და ჟურნალისტები აგრესორ ქვეყანაში დიდი ხანია მუშაობენ, არ არის გამორიცხული, რომ ცალკეულ მედიასაშუალებებსა თუ მათ წარმომადგენლებს, რომლებმაც მუშაობა დაიწყეს ლატვიაში, კავშირი ჰქონდეთ რუსეთის სპეცსამსახურებთან.

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა რუსული ტელეარხის „დოჟდის“ ლიცენზიის გაუქმება მოითხოვა და თქვა, რომ „დოჟდის“ რუსეთში დაბრუნების პროცესი უკვე დაიწყო.

დოჟდის“ მთავარი რედაქტორის, ტიხონ ძიადკოს განცხადებით, პირველი დეკემბერს გადაცემა „აქ და ახლა“ გამოშვებაში ტელეარხის წამყვანი თქვა ფრაზა: „გამოგვიგზავნეთ შეტყობინებები army@tvrain.tv-ზე ან მოგვწერეთ ჩვენს ტელეგრამაში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ ბევრ სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის, მაგალითად, აღჭურვილობით და უბრალოდ ფრონტზე ელემენტარული კეთილმოწყობით.“

ძიადკოს თქმით, ეს ფრაზა მაყურებელს უქმნის განცდას, რომ ტელეარხი „დოჟდი“ დახმარებას უწევს რუსეთის ჯარს. „დოჟდის“ ხელმძღვანელობის მტკიცებით, საფოსტო ყუთი army@tvrain.tv შეიქმნა იმისთვის, რომ შეაგროვოს პირადი მტკიცებულებები უკრაინაში რუსული არმიის დანაშაულებებზე და რუსეთის ფედერაციაში კრიმინალური და უაზრო მობილიზაციის დროს დარღვევებზე. ტელეკომპანიამ აღნიშნული ჩანაწერი წაშალა და მაყურებელს ბოდიში მოუხადა, ჟურნალისტი კი, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

რუსულმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ მაუწყებლობა მარტში დროებით შეწყვიტა და მოგვიანებით რიგაში, ამსტერდამში, თბილისსა და პარიზში სტუდიების გახსნის შესახებ განაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს
ანტიკორუფციული ბიურო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს, არის სიცრუე
არქივი