„ვივამედის“ სამედიცინო დირექტორი სააკაშვილზე - პაციენტს აღენიშნება წონაში კლება, სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
152 05 დეკემბერი 2022, 11:41

კიდევ ერთხელ შეფასდა ექიმთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება წონაში კლება, სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა, - ამის შესახებ „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ გუშინ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული იყო ექიმთა ჯგუფის, კონსილიუმის შესვლა. კიდევ ერთხელ შეფასდა ექიმთა ჯგუფის მიერ მისი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება წონაში კლება, სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა. პროგნოზს ვერ გავაკეთებ. დეზინტოქსიკაციურ თერაპიაზე ვერაფერს გეტყვით, ამისთვის ტოქსიკოლოგის დასკვნა უნდა არსებობდეს, ჩვენთან დასკვნა არ არის წარმოდგენილი, თუმცა, ჩვენ გვაქვს შესრულებული ანალიზები ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, ასევე კონსულტირებულია ჩვენი ტოქსიკოლოგის მიერ. თუ გვკითხავენ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენ მის სტატუსს ობიექტურად შევავსებთ. ყველა მონაცემი ობიექტური იქნება“,- აღნიშნავს ჩხაიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი