სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ირაკლი კობახიძე ხოშტარიაზე: გეუბნება, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებს და იქ არ გააჟრიალა, მილიონობით რუბლი რომ ჩაურიცხეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 18 იანვარი 2023, 23:52
 ირაკლი კობახიძემ რუსეთთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის პოზიციაზე ისაუბრა. ამ თემაზე კომენტარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ გააკეთა.

„მინდა გავიხსენო ცნობილი „ტროიკა“ - ხოშტარია, ვაშაძე, ჯაფარიძე. აქედან ერთ-ერთი პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას და ეს არაფერია. საერთოდ არაფერი. მერე რა? მილიონობით რუბლს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თან გეუბნება, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებს და იქ არ გააჟრიალა, მილიონობით რუბლი რომ ჩაურიცხეს. ეს ხომ ორმაგი სტანდარტიც არ არის, ამაზე მეტია. ეს ერთი.

ვაშაძე, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას, არშემოშვებას და ა.შ., რუსეთის მოქალაქეზე, რუსზე აქირავებს საკუთარ ბინას.

და ზურა ჯაფარიძე, რომლისთვისაც სიფრთხილე არასწორი რამეა და ერთ ადგილს რომ მიუშვებ რუს სამხედროებს, ს ყოფილ კარგი საქციელი. ეს არის ორმაგი სტანდარტი და უფრო მძიმე რამ“, - განაცხადა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის კრედიტის გაცემის პირობები შესაძლოა, ოქტომბერში დაასახელონ
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
არქივი