ირაკლი კობახიძე - არის მცდელობა, აღდგეს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე, მთავარია, ამ პროცესებს მხარი არ დაუჭირონ უცხოელმა პარტნიორებმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 23 იანვარი 2023, 20:52

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად არის შეცვლილი მდგომარეობა ქართულ მართლმსაჯულებაში და სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან.

ირაკლი კობახიძეს მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

კობახიძის განმარტებით, არის გარკვეული მცდელობა, აღდგეს ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე და მთავარია, ამ პროცესებს მხარი არ დაუჭირონ უცხოელმა პარტნიორებმა.

„რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ყველამ იცის, რომ 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად არის შეცვლილი მდგომარეობა ქართულ მართლმსაჯულებაში. 2012 წლამდე მართლმსაჯულების სისტემა თუ იყო მთლიანად პოლიტიკური სისტემის ქვეშ, სააკაშვილი-ადეიშვილის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ, 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, პოლიტიკური კონტროლისგან და, წინა პრაქტიკისგან განსხვავებით, ის აღარ არის რეკეტისა და შანტაჟის ინსტრუმენტი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის საერთო სურათი და ასეთ პირობებში არის გარკვეული მცდელობა, რომ აღდგეს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე. მთავარია, რომ ამ პროცესებს მხარი არ დაუჭირონ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ეს არის ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.ა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თურქეთის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რეგიონში უსაფრთხოების რთული მდგომარეობაა და ამ ფონზე, კიდევ უფრო გასაგებია, რატომ არის ასეთი ყურადღებით ჩვენი ხელისუფლება
მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე: ეს იყო მიკერძოებული, ტენდენციური ანგარიში
როდესაც ნატოს წევრი თურქეთი, ასეთი ძლიერი ქვეყანა აცხადებს, რომ მას ვერ ჩაითრევენ ომში, საქართველოსგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს
სალომე ზურაბიშვილი 3 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვევა
ჰერმან საბო: სალომე ზურაბიშვილმა ერთი ერთში გააჟღერა ის გზავნილები, რომელიც ჰქონდა ხალხს მარტის მოვლენების დროს
არქივი