სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
თამთა მეგრელიშვილი კასიანოვის განცხადებაზე: ასე მონდომებით თესავდე საზოგადოებაში პოლიტიკურ ნიჰილიზმს და ახორციელებდე მტრის ხატის სინდრომის გავრცელებას ალბათ, დაკვეთილი და უკვე გადახდილი, პოლიტიკური დავალებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
134 24 იანვარი 2023, 17:31

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მაინც, რას ემსახურება ეს რიტორიკა?! ალბათ იმ მშვიდობის გადაფარვას რომელიც ქართულ სახელმწიფოს კბილებით უჭირავს.
„პოლიტიკურ ფიგურათა ამგვარი პოლიტიკურ - ინტელექტუალური რეგრესი მხოლოდ მიმდინარე ომს ვერ დაბრალდება, ეს პოლიტიკური აზროვნების ავტორიტარული სტილი რომელსაც უკრაინელი ლიდერები საქართველოს მიმართ გაჟღერებული საკითხების მიმართ იჩენენ უბრალოდ სცდება დიპლომატიის ყველა დანაწესსა და კანონს. ასე მონდომებით თესავდე საზოგადოებაში პოლიტიკურ ნიჰილიზმს, და ახორციელებდე საყოველთაო აგრესიული ტონალობისა და მტრის ხატის სინდრომის გავრცელებას ალბათ დაკვეთილი და უკვე გადახდილი, პოლიტიკური დავალებაა. მინაწერი: ცნობისთვის საზღვრები წლებია ღიაა, დღესაც შემოდიან რუსეთის მოქალაქეები სახმელეთო საზღვრით და საჰაეროთიც - (გადაჯდომით მესამე ქვეყნებიდან) და მაშინ გაცხადებული ლოგიკით საფუძველი უკვე ჰქონიათ. და მაინც, რას ემსახურება ეს რიტორიკა?! ალბათ, იმ მშვიდობის გადაფარვას რომელიც ქართულ სახელმწიფოს კბილებით უჭირავს!“- წერს მეგრელიშვილი.
ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი: ამ ქვეყანაში ღირსების გარანტორები ვართ - ჩვენმა პატრიოტმა მოსახლეობამ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯებით პირველად იგრძნო ქვეყნის სუვერენიტეტი
თინა ბოკუჩავა - „დემოკრატიის ფესტივალის“ წალენჯიხაში ჩატარება სიმბოლურია მაშინ, როცა ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, ხალხთან ვართ და ვმსჯელობთ, როგორ გადავარჩინოთ დემოკრატია, ევროატლანტიკური კურსი
ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) ახალი საბურველის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება
გურჯაანში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილე პედაგოგების წარდგენის საზეიმო ღონისძიება გაიმართა
„ოცნების ქალაქში“ 582 ოჯახის შესახლების პროცესი დაიწყო
არქივი