გურამ მაჭარაშვილი ხაბეიშვილზე: არსად შემვარდნელი არაა, ქართული ანიმაციის გაყოყოჩებულ გმირს მაგონებს, რომელიც გაიძახის - აქეთ გორას წიხლსა ვკრავ, იქით გორას ძვრას ვუზამ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 25 იანვარი 2023, 15:05
ხაბეიშვილი ძალიან დიდი წარმატებით ახერხებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ, თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის და ამისთვის „შევარდნებზეც“ არ დაიხევს უკან.

მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ეს პარტია გარდაუვალ დაშლამდე მიჰყავს.

„ხაბეიშვილმა თავად გამოაცხადა: „მე ვარ მერაბიშვილი-კეზერაშვილისა და ამ გვარ-სახელით გავიმარჯვებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში“. საზოგადოებამ კარგად იცის მერაბიშვილისა და კეზერაშვილის კრიმინალური წარსული. ხაბეიშვილის ამ განცხადებით, ადვილი მისახვედრია, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა გეგმები აქვს. თავად ამბობს, რომ რევოლუცია მისი ერთადერთი მიზანია. არსად შემვარდნელი არაა, ქართული ანიმაციის გაყოყოჩებულ გმირს მაგონებს, რომელიც გაიძახის - აქეთ გორას წიხლსა ვკრავ, იქით გორას ძვრას ვუზამ! ამაზე ხალხს მხოლოდ ეღიმება. წარმოუდგენელია, ამაზე სერიოზული კომენტარი გააკეთო. თავისივე პარტიის ლიდერებიც კი ვერ აკეთებენ ხაბეიშვილზე სერიოზულად კომენტარს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი