ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილზე: შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე - ამ „ობრაზშია“ ჩემი ხაბე შესული, თვითონაც იცის, რომ რევოლუციის რესურსი არ აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
122 25 იანვარი 2023, 15:07

რევოლუციის რესურსი არ აქვთ, მაქსიმუმ გადავატრიალოთ, ან გადმოვატრიალოთ ლოგინშიო, თვითონაც თქვეს, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ თუ საჭირო გახდება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად დაიხსნიან.

„შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე... ამ „ობრაზშია“ ჩემი ხაბე შესული და ეგ არის და ეგ. თვითონაც იცის და მთელმა მისმა მიმდევრებმა, რომ ამის რესურსი არ აქვთ, რევოლუციის. თვითონაც თქვეს, რომ მაქსიმუმ გადავატრიალოთ და გადმოვატრიალოთო ლოგინში. ტარიელი ერთი ჰყავთ, დანარჩენი ავთანდილები არიან. თავიდან ბოლომდე ეს პარტია, რაც არ უნდა მოგვწონს, ან არ მოგვწონს, არის გაკოტრებული“, - აღნიშნა ზარქუამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი