97
25 იანვარი 2023, 16:08

„ფონდმა ქართუმ“ მორიგი საჩუქარი გაუკეთა დედაქალაქს, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.
როგორც ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, „ლაგუნა ვერეს“ ყოფილი ღია საცურაო აუზის ტერიტორია „ფონდი ქართუს“ გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცემა.
„ეს არის მორიგი უპრეცედენტო ქველმოქმედების აქტი. მოგეხსენებათ, აღნიშნული ტერიტორიის ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ინტერესი არსებობს თბილისის საზოგადოებაში ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით. ფონდმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ უსასყიდლოდ გადაეცა ქალაქისთვის, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნული ტერიტორიის განვითარებასა და განაშენიანებას მოახდენს“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |