სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
აშშ და ევროპა სრულად გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდაჭერის საკითხის ირგვლივ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 25 იანვარი 2023, 22:54

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ და ევროპა სრულად გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდაჭერის საკითხის ირგვლივ.

„აშშ-მა იმუშავა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა უკრაინელი ხალხი ყველაზე ძლიერ მდგომარეობაში იყოს საკუთარი ქვეყნისა და ოჯახების რუსეთის სასტიკი, მართლაც სასტიკი აგრესიისგან დასაცავად. ევროპა და აშშ სრულად გაერთიანებულნი არიან [უკრაინის მხარდაჭერის საკითხში]“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის 31 ტანკს გადასცემს.

Abrams-ის ტანკები მსოფლიოში ყველაზე ბრძოლისუნარიანი ტანკებია. ასევე უკიდურესად კომპლექსურია ექსპლუატაციისა და მომსახურების კუთხით. ამიტომ ჩვენ ასევე ვაძლევთ უკრაინას სათადარიგო ნაწილებსა და აღჭურვილობას, რომელიც აუცილებელია ამ ტანკების ეფექტურად მართვისთვის ბრძოლის ველზე. ჩვენ დავიწყებთ უკრაინული ჯარების მომზადებას ამ საკითხებზე, რაც შეიძლება მალე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეიბს
არქივი