ირაკლი კობახიძეს ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები ჰქონდა ევროპის საბჭოში, რაც დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
146 25 იანვარი 2023, 23:04

ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს ამ დღეების განმავლობაში ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები ჰქონდა ევროპის საბჭოში და ეს შეხვედრები და ეს ვიზიტი საბოლოოდ დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტით - უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი კიდევ ერთი მხარდაჭერით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტში ჩვენი გუნდის ინიციატივით ჩაიწერა, რომ რუსეთმა მისი ჯარები უნდა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან. მესმის, რომ ეს არ უხარით ჩვენ ოპონენტებს, მაგრამ მჯერა, რომ ეს ჩვენს საზოგადოებას ახარებს“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი