„ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიული ხასიათის მქონე პოლიტიკური გაერთიანების ნიშა, თავისუფალი იქნება და ამ ნიშაში შეჭედვას ლამობს "ტრიუმვირატი", რომელიც ჩამოყალიბდა ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას სახით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 27 იანვარი 2023, 16:39

სამომავლოდ, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიული ხასიათის მქონე პოლიტიკური გაერთიანების ნიშა, თავისუფალი იქნება და ამ ნიშაში შეჭედვას ლამობს "ტრიუმვირატი", რომელიც ჩამოყალიბდა ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას სახით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული ორგანიზაციის ნიშნებს ნაკლებად შეინარჩუნებს და რევოლუციურ შტაბად გარდაიქმნება.

„მომავალში „ნაციონალური მოძრაობა, ალბათ, პარტიული ორგანიზაციის ნიშნებს ნაკლებად შეინარჩუნებს, ეს იქნება რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ეცდება რევოლუციური სცენარი განავითაროს საქართველოში. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ხასიათის მქონე პოლიტიკური გაერთიანების ნიშა თავისუფალი იქნება და ამ ნიშაში შეჭედვას ლამობს „ტრიუმვირატი“, რომელიც ჩამოყალიბდა ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას სახით, ისინი შეეცდებიან, რომ გარკვეული პოლიტიკური ნიშნები ჰქონდეს მათ გაერთიანებას, „ნაცმოძრაობას“ კი გადაწყვეტილი აქვს, რომ იყოს რევოლუციური შტაბი და არა პოლიტიკური ორგანიზაცია.როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, სიტყვა „ნაციონალური“ და „ეროვნული“ არის აბსოლუტურად არარელევანტური ამ პოლიტიკური თუ რევოლუციური ჯგუფების დასახასიათებლად“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დევი ჭანკოტაძე - ოკუპანტი რუსეთის მიზანია, შექმნას მეორე საბჭოთა კავშირი, რაშიც ხელის შეშლა მხოლოდ ნატოს და ევროკავშირს შეუძლია
ოთარ გრიგოლია: სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით დასრულდება, რაც თბილისელებს ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს
ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს: გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას! წლებია გეუბნებოდით - გადი ამ ბლოკიდან, გამოდით ამ “ნაცებიდან“
გიული ალასანია სააკაშვილზე: წინ არის წამოწეული ჰუმანიტარული მხარე, კი ბატონო, დიდი მადლობა, მაგრამ ეს ადამიანი აქ სამკურნალოდ ხომ არ ჩამოსულა?!
დარეჯან ცხვიტარია: ხაბეიშვილმა და მისმა გუნდმა ყველაფერი გაინაღდეს და უკვე მიშა არ არის მათთვის აქტუალური
არქივი