ირაკლი კობახიძე ბასკეთის მხარეში ვიზიტის მეორე დღეს ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 30 იანვარი 2023, 18:22

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ესპანეთში, ბასკეთის მხარეში ვიზიტის მეორე დღეს ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბაკარჩო ტეხეირას, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელს, რაკელ მოლინას და აღნიშნული კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი, ილია გიორგაძე.

შეხვედრებზე ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართულ-ბასკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, მივესალმები მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთსა და გერმანიას მოუწოდებს, უკრაინას Eurofighter-ი მიაწოდონ
ლევან დავითაშვილი: ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან მიღებული ყველა გადაწყვეტილება სრულად თანხვედრაშია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო საბჭოს პრინციპებსა და სტანდარტებთან
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის როგორც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ასევე ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება
არქივი