ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები რიგით წევრად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 30 იანვარი 2023, 18:38

ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები რიგით წევრად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რაც ერთადერთი გამოსავალია მისი სიცოცხლის გადასარჩენად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

ნაყოფიას თქმით, მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა პარტიას.

„შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა პარტიაში, შემდეგ მივიღებ სხვა გადაწყვეტილებებს, როდესაც სააკაშვილი იქნება თავისუფლებაზე და მასთან შემეძლება კომუნიკაცია. მძიმე არჩევნები იყო და მე, როგორც კომისიის თავმჯდომარემ შევძელი და ყველა გადაწყვეტილება კომისიის შიგნით მივიღეთ კონსენსუსით, ორჯერ ჩატარდა კენჭისყრა კომისიის მუშაობის დროს. სხვა საკითხებზე არ ჩაგვიტარებია, იმდენად შეთანხმებულად ვმუშაობდით კამათის მიუხედავად. პროცესი იყო გამჭვირვალე, არავინ ჩარეულა და არანაირი მანიპულაცია არ ყოფილა, გაიმარჯვა იმ კანდიდატმა, ვინც დააგროვა ხმების უმრავლესობა. მე სულ ვამბობდი, რომ შედეგები უნდა აღიარებულიყო, რადგან ვხედავდი, რომ არანაირი მანიპულაცია არ მომხდარა. საზოგადოებას ვანახეთ, როგორ უნდა ტარდებოდეს არჩევნები. მოხარული ვიქნები ასე თუ ჩატარდება საპარლამენტო თუ სხვა არჩევნები“, – განაცხადა ნაყოფიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52,58 პროცენტი მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი დაუპირისპირდა "გლობალური ომის პარტიის" პროპაგანდის ძირითად სლოგანს - არაპროვოცირებული ომი!
გიგა ბოკერია - თუ მოღალატე არ ხარ, რატომ შეიძლება, შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას?! - ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი
მამუკა მდინარაძე: სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს კიდევ უფრო წაადგება - თუ კარი ღიაა, ღია კარში უფრო სწრაფად უნდა მიგვიღონ
მამუკა მდინარაძე: სხვა ქვეყანას არავინ არაფერს საყვედურობს და საყვედურობენ საქართველოს, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში – ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია
პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
არქივი