მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესი 1-ელ თებერვალს გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
135 30 იანვარი 2023, 19:22

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 1-ელ თებერვალს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:30 საათზეა ჩანიშნული.

სხდომაზე დაცვისის მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, დღეს ექსპერტების დაკითხვით დადასტურდა, რომ დადასტურდა, რომ მიხიელ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს.

მისივე თქმით, მოსამართლემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულებად დაურთო საქმეს იმისთვის, რომ სასამართლო დარბაზში ,,სიყალბეები” გამოიკვლიონ.

,,დღევანდელი დაკითხვით დადასტურდა, რომ მიხიელ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს. ეს გამომდინარეობს მისი დაავადებისგან. კერძოდ, გასტროენტოროლოგიური დაავადებისგან. ფსიქიატრიულ ნაწილს დღევანდელი ექსპერტები არ შეხებიან.

გარდა ამისა, დადასტურდა რომ მას თალასემია აქვს. იგი საჭიროებს სპეციალიზირებულ მრავალპროფილურ თანამედროვე აპარატურით აღჭურულ კლინიკებში მკურნალობას. იმ პირობებში, რასაც პატიმრობა ჰქვია, მისი განკურნება შეუძლებელია.

დღეს რომ დაისვა კითხვა, საიდან იცნობთ დასკვნას? - ჩვენ ვიცნობთ დასკვნას, რადგან წინა სასამართლო პროცესზე გადმოგვცეს. უბრალოდ, მას მტკიცებულებითი ძალა ჯერ არ ჰქონდა, ვინაიდან, მოსამართლეს დასაშვებად ცნობილი არ ჰქონდა. მინდა გითხრათ, ერთი სული გვაქვს როდის დაიწყება იმ ექსპერტების დაკითხვა, ვინც ეს დასკვნა გასცა, რადგან როგორც დღეს სასამართლო პროცესზე დაინახეთ, დასკვნა სავსეა სიყალბეებით. ანუ არც მიხეილ სააკაშვილი უნახავთ, არც მარიამ ჯიშკარიანის დასკვნა უნახავთ, თვითონ ავადმყოფობის ისტორიები ისიც ნაწილ-ნაწილ ამოღებული აქვთ, იმ ავადმყოფობის ისტორიებზე აქვთ გაკეთებული. მათ შორის საინტერესოა, მარიამ ჯიშკარიანის დასკვნაში ერთი ეპიზოდი არ არის ავადმყოფობის ისტორია, ვინაიდან, ეს დაცვის მხარეს არ გადმოსცეს, ეს მეთორმეტე დაწესებულებას ეხება. ზუსტად, იმ ავამდყოფობის ისტორიებზე ამათ დასკვნა გაცემული. როგორც ჩანს, ჯიშკარიანის დასკვნაც წაკითხული არ აქვთ, უბრალოდ, ვიღაცამ დაწერა მიუტანა სამხარაულს და იმათმა დააკოპირეს და ხელი მოაწერეს. დღეს მრავალ სიყალბეში ვამხილეთ სასამართლო დარბაზში. თუმცა მოსამართლემ დააკმაყოფილა პენიტენციურის შუამდგომლობა და დაურთო. ვფიქრობ, ეს იმიტომ დაურთო, რომ მოგვეცა შესაძლებლობა პროცესზე ეს სიყალბეები გამოვიკვლიოთ. ექსპერტები სასამართლო დარბაზში მოვლენ და მოუწევთ ამ სიყალბეების აღიარება. გარდა ამისა, ინტერესთა კომფლიქტი, მიხეილ სააკაშვილის ამ ექსპერტიზის შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ ის ექპერტები, რომლებმაც მონაწილეობა ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიიღეს”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

როგორც მან აღნიშნა, შემდეგ სასმართლო პროცესზე დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას დაასრულებს.

,,კოვიდინფიცირების გამო, მე თითქმის კვირაზე მეტია მიხეილ სააკაშვილთან ვერ შევდივარ. ამ კვირის განმავლობაში საოცარი ინფორმაციები ვრცელდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ალბათ, ხვალ მოვინახულებ და რეალურად გავიგებ, რა ხდება.

სასამართლო პროცესებზე ხედავთ,  ბევრი კითხვები ისმება ისეთი, როგორიც ავადმყოფობის ისტორიაში არ წერია. მაგალითად, “მიხეილ სააკაშვილი არ ჭამს ხორცს“, რაც არ წერია ავადმყოფობის ისტორიაში. ანუ სასურველის წარმოჩენა უნდათ, მათთვის მისაღები, რომ იყოს”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით,  მიმდინარე კვირაში მათი დაცვის მოწმეების დაკითხვები დასრულდება, შემდეგი კვირიდან კი მეორე მხარის მოწმეების დაკითხვები დაიწყება.

„რეალურად, მათ ჰქონდათ იმის პრეტენზია, რომ იყო არასწორი გამოსვლა შიმშილობიდან - რომ ის ზედმეტ საკვებს იღებდა. ეს ისეთი ნიუანსებია, რომლებზეც პასუხი უნდა გასცენ სხვა ექსპერტებმა, რომელთაც ხელი მოაწერეს სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს დასკვნას. იმ სამმა ექსპერტმა, რომლებიც მოვლენ და დაიკითხებიან აქ და რომელთა დაკითხვა და ექსპერტიზის დასკვნაც დაუშვა მოსამართლემ. ალბათ, ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალის დასადგენად მათთან იქნება შეკითხვები.

მთავარია რას დაეყრდნობა მოსამართლე. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, მათ კი აქვთ თავისი. ამ პოზიციებზე მხარეებმა უნდა იდავონ. როდესაც ექსპერტი საუბრობს ისეთ ნიუანსებზე, რომელშიც ექსპერტი თვითონ არის, იურისტი მასთან პოლემიკაში ვერ შევა. ასევე, მეორე მხარის სამედიცინო ექსპერტის პოზიცია უნდა წარმოჩინდეს. დღეს დაცვის მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ კვირაში დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვები დასრულდება, შემდეგი კვირიდან ჩვენი მოწმეების დაკითხვები დაიწყება და უფრო მეტი საშუალება გვექნება, რომ მეტი არგუმენტი წარმოვადგინოთ. ჯერჯერობით ჩვენ არაფერს ვამბობ, ჩვენ მხოლოდ კითხვებს ვსვამთ და საბოლოო ჯამში რას ვამბობთ, ეს დასკვნით სიტყვაში იქნება.

არ ვამბობთ, რომ ჩვენ მხოლოდ სამხარაულის დასკვნას ვეყრდნობით. ჩვენ ასევე ვეყრდნობით ბევრ სხვადასხვა გარემოებას, კონკრეტულ მოცემულობას - იმ რეალობას და პრაქტიკას, თუ როგორი უნდა იყოს დემენციით დაავადებული ადამიანი, არის თუ არა ამის შესაბამისობაში სააკაშვილის მოქმედება მისი გონებრივი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. კონკრეტულად თუ რაიმე წინააღმდეგობა არის, რაც ნამდვილად არის ამ ორივე მხარის დასკვნებს შორის, ამაზე მეორე მხარის ექსპერტებსაც ვკითხავთ. ჩვენს დასკვნით სიტყვაში ვიტყვით ჩვენს პოზიციას, ასევე იტყვის დაცვის მხარე და საბოლოო ჯამში მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ რომელი მხარე არის სწორი“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი