სააკაშვილმა დაადასტურა, რომ არის ჩვეულებრივი აგენტი. მას იმასაც კი არ ეუბნებიან, თუ რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 30 იანვარი 2023, 20:30

მან პრინციპში დაადასტურა, რომ არის ჩვეულებრივი აგენტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„სააკაშვილს იმასაც კი არ ეუბნებიან თუ რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში საქართველოში. მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში, რაც ასევე სამწუხარო მოვლენაა. ეს ადამიანი პრაქტიკულად აღიარებს, რომ არის აგენტი. ქვეყანას 9 წელი მართავდა და ამის გამო მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობამდეც მიიყვანა. ასეთი პრეზიდენტები მომავალში საქართველოში არ უნდა ვიხილოთ. ზოგადად, ასეთი ადამიანები პოლიტიკის წინა პლანზე საქართველოში აღარ უნდა იყვნენ“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი